ტრენინგის მე-9 დღე

ძალიან საინტერესო იყო იმის განხილვა,თუ როგორ ავტვირთოთ დრაივში პროექტის საქაღალდე და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე.ზოგადად განვიხილეთ ბევრი ეფექტური ტექნოლოგია პროექტული სწავლევისთვის.რომელსაც ვფიქრობ,ასევე ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ტრანსპორტი

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევიმუშავეთ მეთოდები,თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის ,ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული.კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს,რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში,სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.შევქმენით ფასილიტაციის მასალები გაზეთის სახით.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ იმ მთავარ საკითხზე,რასაც დიფერენცირებული სწავლება ქვია.ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები,თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელმა მოდულმა დამანახა,თუ რამდენად საჭირო იყო ჩემი თვალით დამენახა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და რამდენად მიესადაგებოდა ჩემს მიერ ჩამოყალიბებული რუბრიკა მოსწავლის ნაშრომის შეფასებას.

ტრენინგის მე-5დღე

საავტორო უფლებების დაცვა მეტად მნიშვნელივანია თითოელი ჩვენთაგანისთვის,რომ არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის მითვისება.

პეზენტაციის მომზადება მეტად მნიშვნელოვანია ვიზუალური ხედვისთვის და ინფორმაციის მოკლედ გადმოცემისათვის.

ტრენინგის მეოთხე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა,თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდს.ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.ასევე მნიშვნელოვანი და ღირებულია პროექტის პრეზენტაციის შექმნა,რათა მოკლედ და კონკრეტულად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი.