სასწავლო პროექტი

სატრანსპორტო საშუალებები

პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებისათვის სატრანსპორტო საშუალებების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაეცნობიან სატრანსპორტო საშუალებებს. მათ აუცილებლობას ყოველდღიურობაში, შეისწავლიან უსაფრთხოების წესების დაცვას.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ სატრანსპორტო საშუალებებს, შეძლონ ტრანსპორტით ორიენტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა.

მონაწილეთა ასაკი: 7–8 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ხელი შეუწყოს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. მგზავრობისას ტრანსპორტში ქცევის წესებს, ასევე საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების გამოყენებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ინტერნეტი, ეციკლოპედია, ვიდეო ფილმები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
აქტივობა I ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას.
აქტივობა II მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად ვუნაწილებ დავალებებს.  თითოელ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ ინფორმაცია ტრანსპორტზე.
აქტივობა III მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციით აკეთებენ პრეზენტაციებს კლასის წინაში.
აქტივობაIV ბავშვებს ვაწვდი ინფორმაციას პირველი ავტომობილის შექმნის შესახებ: პირველი ავტომობილი, დაახლოებით, 200 წლის წინ, ფრანგმა ინჟინერმა ნიკოლო კიუნომ შექმნა. ეს იყო ორთქლის ძრავიანი ,,მარხილი“. იგი საათში 2–4 კილომეტრს ფარავდა.პირველი მანქანები მთლად უსაფრთხო არ იყო. ხშირად იშლებოდა, ადვილად იმტვრეოდა, ფეთქდებოდა. შავდებოდნენ მძღოლებიც და ქუჩაში ახლომახლო გამვლელებიც. თანამედროვე ავტომობილები ბევრად უფრო სწრაფი და უსაფრთხოა.
აქტივობა V მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს. ნახავენ და ახსნიან სად და როგორ გამოიყენება სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტი ყოველდღიურობაში.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბუნ.II.3.მოსწავლს შეუძლია ადვილად დაკვირვებად  მოძრაობებს  აღწერა. 
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ., სრიალი, ტრიალი, ქანაობა);
·         ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ., ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი, თვითმფრინავი)  მოძრაობის მაგალითებ და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით;
·         აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილება (მაგ., ბორბლები, ფეხები, ფრთები);
·         სვამს კითხვებს (მაგ., რომელი სხეულის დაძვრაა უფრო ადვილი?) იმ ფაქტორების (მაგ., ზომა, ფორმა, სიმძიმე, ზედაპირი) დასადგენად, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულთა  დაძვრაზე, მოძრაობასა და გაჩერებაზე, ეძებს პასუხებს;
·         ამზადებს მოძრავი სხეულის მოდელს (მაგ. ბორბლებიანს), აღწერს მუშაობის ეტაპებს (მოქმედებების თანმიმდევრობა, წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრა).

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ანდღულაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarandguladze12@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tamarandguladze12.blogspot.com